რეგიონული ფონდიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტში 2 356 852 ლარი დაიხარჯება
16.02.2017
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტში 2 356 852 ლარი დაიხარჯება.
ფონდი 11 პროექტს 71 %–ით დააფინანსებს, დარჩენილი 29 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. პროექტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ძირითადად გზების, ქუჩების, წყლის სისტემისა და კულტურის სახლის რეაბილიტაციას მოიცავს. ეს პროექტებია:
ახალციხე–წყრუთი–ანის გზის რეაბილიტაცია – 755 747 ლარი;
ფერსის და მუგარეთის გზის რეაბილიტაცია ( 1 მონაკვეთი) – 298 003 ლარი;
გიორგიწმინიდს გზის რეაბილიტაცია – 384 964 ლარი;
ხეოთის და ურავლის გზის რეაბილიტაცია – 398 488ლარი;
აწყურის (ციხის უბნის) სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობისა და შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 335 506 ლარი;
ვალაქ ვალეში, მეგობრობის ქუჩის რეაბილიტაცია – 238 957 ლარი;
ქალაქ ვალის კულტურის სახლის რეაბილიტაცია – 175 702 ლარი;
აწყურის კულტურის სახლის, მიმდებარე პარკის და სპორტული მოედნის მოწყობა – 133 158 ლარი;
წყალთბილა–ნაოხრევის გზის რეაბილიტაცია (3 ეტაპი) – 121 200 ლარი;
ღრელის შიდა გზების რეაბილიტაცია ( რიტუალების სახლის ქუჩა) – 313 000 ლარი;
სოფელ წყორძას მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 266 000 ლარი.
საკითხი დეპუტატებმა 16 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.