საიდან მარაგდებოდა ვარძია ღვინით - ლეგენდა უძველეს ჭაჭკარზე
28.12.2022
ისტორიული სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში ვარძიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის ნაპირებზე მდებარეობს.
გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება - კლდეში ნაკვეთ საწნახლებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50-მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელია, შემორჩენილია ოთხ საუკუნოვანი ვაზიც. სწორედ "ჭაჭის კარიდან" მომდინარეობს სოფლის სახელიც.
აქვეა კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმინდა გიორგის ეკლესია, ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები (მიწურ-ბანიანი სახლები, მესხური დარბაზები) და სხვა.
სოფელს 2016 წლის, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
მეღვინე გიორგი ნათენაძე სოფელი ჭაჭკრის ლეგენდაზე მოგვითხრობს.