როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ნოემბრის დილამდე საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. 6 ნოემბრამდე კვლავ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
4 და 5 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 17 და 18 და ღამით კი 5 და 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 18 და 21, ღამით კი 8 და 7 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 17 და 18გრადუსი იქნება, ღამით 6 და 5. ადიგენში დღისით 15 და 16, ღამით 2 და 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 12 და 15, ღამით 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 11 და 13-ს, ღამით ორივე დღეს 0 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 15 და 17 გრადუსს, ხოლო ღამით 4 და 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 13 და 16, ღამით კი 2 და 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 23 და 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 10 და 11 გრადუსი იქნება.