რამ გამოიწვია უმუშევრობის მაღალი დონე სამცხე-ჯავახეთში?
21.05.2022
სამცხე-ჯავახეთში, ერთ წელში უმუშევრობა 3.5%-ით არის გაზრდილი. არასახარბიელო მაჩვენებელს ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში რამდენიმე მიზეზით ხსნიან.
ასოციაცია „ ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ კორონავირუსის გამო, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში ვეღარ წავიდა. ამასთან, რეგიონი, რომელსაც ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალი ტურიზმიდან აქვს, ტურისტულად კვლავ პასიურია.