პეტიცია თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესანარჩუნებლად
31.03.2017
120 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს, პეტიციით მიმართავს.
მასში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება, შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის განვითარებასაც.
ხელმომწერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია, შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის გაუქმების შესახებ.
პეტიციას სამცხე–ჯავახეთიდან სამი არასამთავრობო და ხუთი მედიაორგანიზაცია შეუერთდა.