სიახლეები
ახალციხეში მოსწავლეებმა ქვეითთა გადასასვლელი მოხატეს
"შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" – ამ სლოგანით ახალციხელმა ახალგაზრდებმა, ქვეითთა გადასასვლელი მოხატეს. სამხატვრო სკოლის მოსწავლეები საგზაო მოძრაობის კვირეულს შეუერთდნენ და ცენტრალურ პარკთან, პაატა ნათენაძის ქუჩაზე, ზებრა გადასასვლელი საგზაო ნიშნებით გააფორმეს.

საგზაო მოძრაობის კვირეული შს მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს. მასში საქართველოს ყველა დიდი ქალაქია ჩართული.

| Print |