პოლიტიკა
საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა - ვინ მართავს წარმომადაგენლობით ორგანოს?
დღეს, 27 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-9 სხდომა გაიმართა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ცვლილება მოხდა, შედეგად ახალი ფრაქცია „ქართული-ოცნება ახალიციხე“ ჩამოყალიბდა. ახალციხის საკრებულომ,ფრაქციის თავმჯდომარედ ცნობად სამველ ოვეიანი მიიღო. თავმჯდომარის მოადგილედ არჩილ უჩიძე დაინიშნა, წევრად კი - მუგუჩ გინოსიანი. რაც შეეხება ყოფილ ფრაქციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძეს, იგი ახალი ფრაქციის წევრი აღარ არის. თამარ გოგოლაძემ სხდომა მალევე დატოვა და გავიდა. მისი თქმით, მერიას და საკრებულოს ერთპიროვნულად ახალციხის მერი მართავს. შესაბამისად, მისი საკრებულოდან ჩამოშორებაც ზაზა მელიქიძეს უნდოდა.


ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ წარმომადგენლებმა ფრაქციიდან გასვლის თაობაზე განცხადება 22 მაისს დაწერეს. 27 მაისს კი, საკრებულომ, სხდომაზე ფრაქციის დაშლა ცნობად მიიღო. ,,ფრაქციის დაშლაც და შექმნაც დეპუტატების ნებაა" - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე. ახალციხის საკრებულომ ახალი ფრაქციის „ქართული-ოცნება ახალციხე“ არჩევის შესახებ ცნობად მიიღო.


„ქართული ოცნება – მწვანეების“ დაშლასა და იგივე წევრებით ახალი ფრაქციის შექმნაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს ახალციხის მერი. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ საკრებულოს საქმიანობაში არ ერევა და დეპუტატები გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ. ახალი ფრაქციის შექმნის შემდეგ, საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ ახალციხის საკრებულოს დღეს, 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ეცნობა.

„ასე როგორ შეიძლება, რომ მე ვმართო საკრებულო. კანონმდებლობაშიც წერია გარკვევით, რომ საკრებულო არის მერიის ზედამხედველობა და არა პირიქით. მიუხედავად მაგ ქალბატონის არაკეთილგანწყობისა, არასოდეს არ ჩავრეულვარ ფრაქციის დაშალასა და შექმნაში. არ ვიცი, რატომ აქვს ასეთი მოსაზრება.. ვერ ვხდები. ეს მისი მოსაზრებაა და არა ზრდილობა. მაგას ბევრი სხვა მოსაზრებაც აქვს“ - ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ ახალციხის საკრებულოს დღეს, 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ეცნობა.


შეიძლება, დაგაინტერესოთ:

"წინასწარ ეგრე იყო საჭირო" - ახალციხის საკრებულოში დეპუტატების გასვლის გამო, ფრაქცია დაიშალა
| Print |