პოლიტიკა
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.

"ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნება“ კრემლის ინტერესებს ემსახურება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ჩაშლით – რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და საქართველოს კონსტიტუციის მიერ განსაზღვრულ გზას.

ამ ქმედების შედეგად, იმ პირის ქონება, რომელიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში ან იმყოფება აშშ-ის მოქალაქეების საკუთრებაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაყინული იქნება) და უნდა განეცხადოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს.

დამტკიცებულია E.O. 14024-ის შესაბამისად, პასუხისმგებლობისთვის ან თანამონაწილეობისთვის, ან იმ ქმედებებში, ან პოლიტიკებში, რომლებიც უშუალოდ, ან არაპირდაპირ ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში, ან მის გარეთ, რუსეთის ფედერაციისთვის, მის სახელით ან მისი სარგებლობისთვის“
,- აცხადებს სახაზინო დეპარტამენტი.
| Print |