პოლიტიკა
რას წყვეტს ერთი ხმა ? – ლევან ლობჯანიძე თანამდებობაზე რჩება
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალი გადაყენების მომხრეებმა საჭირო 16 ხმა ვერ მოაგროვეს. 15 თებერვალს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი იყო განსახილველი. დეპუტატებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე – ემხრობით თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას? ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 24–მა დეპუტატმა მიიღო, აქედან მოქმედი თავმჯდომარის გადაყენების საკითხს მხარი 15–მა მათგანმა დაუჭირა, ორი ბიულეტენი გაბათილდა, ხოლო 7–ი მათგანი ლევან ლობჯანიძის პოსტიდან გადაყენების საკითხს არ დაეთანხმა.


| Print |