საზოგადოება
ახალციხიდან დედაქალაქში ჩასული ტრანსპორტი თბილისში მგზავრებს ვეღარ შეიყვანს
ახალციხიდან და რეგიონის სხვა ქალაქებიდან თბილისში, შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დედაქალაქში გადაადგილებას ვეღარ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება
- ამის შესახებ მედიასთან, „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, მგზავრობა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში უნდა დასრულდეს. სადგური დედაქალაქის შესასვლელტან განთავსდება.

„ეს არის სენსიტიური საკითხი. ჩვენი ჯგუფის რეკომენდაციაა სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად დადგენილ სადგურებზე დაასრულოს მგზავრობა და იქედან გააგრძელოს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თბილისის მერიასთან უნდა იყოს შეთანხმებული მარშრუტი, სად ჩამოსვამს მძღოლი ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან თუ სხვა ქალაქიდან შემოსულ მგზავრს.

მგზავრობა უნდა დასრულდეს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში“
- განაცხადა აბესაძემ.
| Print |