საზოგადოება
რატომ გაძვირდა ყველი?
ახალციხის ბაზარში პროდუქტზე ფასები თითქმის ყოველ კვირა მერყეობს.ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის სოფლებიდან მოსახლეობა კვირას დილით ჩამოდის და საკუთარ პროდუქტს ჰყიდის.

ადგილობრივები, ძირითადად, ბოსტნეულს, რძესა და რძის პროდუქტებს, ხილსა და სამკურნალო მცენარეებს ჰყიდიან.

დღეისათვის გამართულ ვაჭრობაზე ძირითადი პროდუქტების ღირებულება ასეთია:

1 კგ კარტოფილის ფასი 0.8 - 1 ლარი,

1 კგ ჭარხალი/სტაფილო - 1.5 ლარი,

1 კგ მწვანილი - 8 ლარი,

1 კგ ვაშლი - 0.8 - 2 ლარი,

1 კგ მანდარინი - 1 - 3 ლარია,

1 კგ ლიმონი - 2.5 - 3 ლარი,

1 კგ ყველი - 9 - 10 ლარი,

1 ლიტრი რძე - 2 ლარი,

1 ცალი კვერცხი - 0.4 ლარი,

1 ცალი ჩურჩხელა - 1.5 - 3 ლარი,

1 კგ ნიგოზი - 25 ლარი,

1 კგ ტყლაპი - 5-7 ლარი.

მყიდველები აღნიშნავენ, რომ შემცირებული ვაჭრობის მიუხედავად, პროდუქტზე ფასები თითქმის არ შეცვლილა. სხვა სურსათთან შედარებით გაზრდილია ყველის ფასი. გამყიდველები ხუმრობენ, რომ ყველი  ,,ყველიერის კვირის" გამო გაძვირდა.

| Print |