ახალციხეში, დაზიანებული სასმელი წყლის მილიდან კორპუსის სარდაფი იტბორება
03.03.2022
ახალციხეში, თამარაშვილის #25-ში კორპუსის სარდაფში წყალი ჩადის. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის ცენტრალური მილია დაზიანებული.
კორპუსის მაცხოვრებლები წუხან, რომ გახეთქილი მილის გამო, მაღალსართულიანი სახლის საძირკველი ზიანდება. მოსახლეობის თქმით, პრობლემის შესახებ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მალევე შეატყობინეს, ადგილზე სპეციალისტები მივიდნენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე არ გადაჭრილა.
კომპანიაში გვითხრეს, რომ მილი მართლაც დაზიანებულია და წყალი იღვრება მიწის ქვეშაც და ეზოშიც, თუმცა მისი მოგვარება „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მოვალეობაში არ შედის.
დაზიანებული სისტემა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით უნდა შეაკეთოს. ამასობაში ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობა დაიბზარა და იატაკმა ქვევით დაიწია.