საზოგადოება
„ახალციხის ციხის“ განვითარებისთვის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
„ახალციხის ციხეს“, USAID-სა და ახალციხის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერა ახალციხის ციხის ციტადელის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას მარკ მაკორდი წარმოადგენდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მოხდება ობიექტის ტურისტული პოტენციალის შესწავლა, მისი შემოსავლის გაზრდა, სწორი რეკლამისა და მარკეტინგის შემუშავება და მეტი ტურისტის მიღების გზების მოძებნა. სწორედ ამიტომ, ტურისტული კომპლექსი მარკეტინგის და პროექტების მართვის სამსახურებს ამატებს.

„ახალციხის ციხის“ დირექტორი ამბობს, რომ USAID-თან მოლაპარაკება დეკემბერში, მისი დანიშვნის შემდეგ დაიწყო. გიორგი ნათენაძის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში მომზადდება მომავალი წლების სამოქმედო გეგმა და მისი შედეგი თვალსაჩინო აგვისტოს ბოლოს გახდება.


| Print |