საზოგადოება
ახალციხის მერიამ ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 26 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. თვითმმართველობაში პოზიციების ნაწილზე ღია კონკურსია გამოცხადებული, ვაკანტური ადგილების ნაწილზე კი შიდა კონკურსი ჩატარდება. ( შიდა კონკურსი ცხადდება საჯარო დაწესებულების მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.)

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა 23 ივლისია.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

ვაკანტური პოზიციებია:
  • I რანგის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი
  • II რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი
  • III რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებში
  • III რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მუნიციპალური ინსპექციის საკითხებში
  • III რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების მართვის საკითხებში
  • II რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის - სტატისტიკისა და ანალიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი
  • III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურის საკითხებში
  • III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სივრცითი მოწყობის საკითხებში
  • III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში
  • III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კულტურის საკითხებში
  • IV რანგის, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
  • IV რანგის, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ლოჯისტიკის საკითხებში
  • IV რანგის, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი სტატისტიკისა და ანალიტიკის საკითხებში
  • IV რანგის, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების მართვის საკითხებში
  • IV რანგის, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი შიდა აუდიტის საკითხებში
  • IV რანგის, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების ზედამხედველობის საკითხებში
  • IV რანგის, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის საკითხებში
  • IV რანგის, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მუნიციპალური ინსპექციის საკითხებში
  • IV რანგის, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში
  • III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ექიმი-ეპიდემიოლოგი
  • III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ექიმი-პრევენციონისტი/პროფილაქტიკოსი
  • III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ექიმი ეპიდემიოლოგ - პარაზიტოლოგი
  • III რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ენტომოლოგი
  • III რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პარაზიტოლოგი - ლაბორანტი
  • III რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის საკითხებში
  • III რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამედიცინო-სტატისტიკურ საკითხებში

| Print |