საზოგადოება
ახალციხეში მოზარდების საჭიროებებზე იმსჯელეს

ახალციხეში მოზარდების პრობლემებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს.

ასოციაცია "ტოლერანტის" პროექტის მიზანია ახალციხეში შეიქმნას ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო მოზარდებისთვის. ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები და მოზარდებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ მავნე ჩვევებსა და დამოკიდებულებზე.

მოხდეს მავნე ჩვევების პრევენცია და ამ თემებში მაქსიმალურად ჩაერთონ მოზარდების მშობლები.
| Print |