საზოგადოება
კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებას ახალციხიდანაც შეუერთდებიან

დღეს, 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდებიან.

აღნიშნული ღონისძიების გამართვის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, ყველა მოგიწვიოთ 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა, ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. ეს დღე უნდა იყოს საერთო, ეროვნული ზეიმის და საერთო გამარჯვების დღე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს მიანიჭა.
| Print |