საზოგადოება
ის რაც გვეამაყება და გვაერთიანებს - 26 მაისი სამცხე-ჯავახეთში
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 106 და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 33 წლის აღსანიშნავად თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რეგიონებში აქტივობები დილიდან დაიწყო.
პროგრამა დეტალურად:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალქალაქში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

14:00-18:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

14:00-18:30 კვების სივრცე;

14:00-18:30 საგამოფენო სივრცე - "რაც გვეამაყება და გვაერთიანებს";

14:00-18:30 საბავშვო გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: ზღაპრის გმირების, ოჩოების და არლეკინების გასართობი პროგრამა, შეჯიბრი გიგანტური ბურთებით, კალიგრაფია, სახის მოხატვა;

14:00 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;

14:30 ანიმაციური საცეკვაო თამაში;

15:00 კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებით;

16:30 საპნის ბუშტების შოუ;

16:45 საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან ერთად;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

17:15-19:00 ჯგუფი "ფრანი".
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალციხეში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

14:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

14:00-17:00 საბავშვო გასართობი პროგრამა: თამაშები, სამახსოვრო სუვენირების დამზადება;

14:00-18:00 მუსიკოსებისა და კოსტიუმირებული მსახიობების საზეიმო მსვლელობა;

14:00-17:00 დოკუმენტური კინოჩვენების სივრცე;

14:00-20:00 კულინარიის კუთხე;

14:00-17:00 კალიგრაფიის სივრცე, სამახსოვრო ბარათების დამზადება;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

14:00–20:00 საგამოფენო სივრცე - "რაც გვეამაყება და გვაერთიანებს";

17:30-18:30 მუსიკალური ჯგუფი "ოჩოს ქოხი";

18:00–20:00 DJ გიგა პაპასკირი.
| Print |