საზოგადოება
"თუ ცუდია დასავლეთი თავიანთ შვილებს იქ რატომ ასწავლიან?"- ასპინძელი მურადი მელიქიძე
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე თითქმის ორი თვეა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში დიდი პროტესტი გამოიწვია.

ექვს კვირაზე მეტია თბილისსა თუ რეგიონებში, ყველა მოქალაქის მთავარი თემა ქვეყნის მომავალი და ხელისუფლების არჩეული კურსია, რომელსაც უკვე მოჰყვა დასავლეთის კრიტიკა, სანქციები და მილიონობით დოლარის შეჩერებული პროექტები.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს ასპინძაში მცხოვრები 74 წლის მურადი მელიქიძე. მისი თქმით, ახლა ქვეყანას გარდამავალი პერიოდი აქვს, რაც კარგი არ არის. საქართველოს სიახლე და ევროპასთან დაახლოება სჭირდება.

,,სიახლე გვინდა, დასავლეთი - ევროპა გვინდა. თუ დასავლეთი ცუდია, რატომ ისწავლეს ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა იქ? შვილებს რატომ ასწავლიან? რაც კარგია უნდა გადავიღოთ, რაც კარგი გვქონდა უნდა შევინარჩუნოთ.

ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა ზღაპარს ჰგავდა, იმიტომაც მოხდა, რომ ხალხი გამოვიდა. ხალხი აზროვნებს.... ახალგაზრდებს რომ აბრალებენ, გამოვიდნენ და აურის ყველაფერიო, ასე არ არის. იქ ჩემი ხნის, ჩემზე უფროსები, ჩემზე პატარები არიან გამოსულები"
- გვეუბნება მურადი მელიქიძე.


| Print |