საზოგადოება
მცირეწლოვანის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალციხის კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 5 მაისს მოხდა. მცირეწლოვანი პროზექტურაშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დანაშაული, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება, ამ ეტაპზე უცნობია.
| Print |