საზოგადოება
პარკირება – მძღოლებისა და ქვეითების საერთო პრობლემა
ქალაქში ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი არ არის – ჩივიან მძღოლები. ისინი ამბობენ, რომ ცენტრალურ ქუჩებზე პარკირებისთვის განკუთვნილი ყველა ადგილი მუდმივად დაკავებულია, ამიტომ ხშირად უწევთ, რომ მანქანა პარალელურ ქუჩებსა და ამა თუ იმ ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერონ, გზა კი ფეხით განაგრძონ. მძღოლებს, პარკირების პრობლემა ძირითადად, ნათენაძის, კოსტავასა და თამარაშვილის ქუჩებზე ექმნებათ.

ადგილის სიმცირის გამო, მძღოლები ავტომანქანებს ხშირად ტროტუარებზე აჩერებენ. არასწორად პარკირებული ტრანსპორტი კი პრობლემას უქმნის ქვეითად მოსიარულეებს.

| Print |