საზოგადოება
უსახლკარო, მარტოხელა მოხუცი სოციალური დახმარების გარეშე
ამინდის მიუხედავად, სედა ოსეფიანის ღუმელი, მხოლოდ დილა–საღამოს ინთება. ცდილობს, რომ რამდენიმე ღერი შეშით, მარტის სიცივეებსაც გაუმკლავდეს.

80 წლის სედა ოსეფიანს, სოციალური დახმარება 2016 წლის ოქტომბერში მოეხსნა. მეზობლის დახმარებით, სტატუსის შეწყვეტის მიზეზი, სოციალური მომსახურების სააგენტოდან, წერილობით გამოითხოვა, თუმცა პასუხს ამ დრომდე ელის.

მარტოხელა, უსახლკარო ქალი ადგილობრივმა შეიკედლა.

| Print |