საზოგადოება
პაატა ზაქარეიშვილი: “სახელმწიფო რეგიონებიდან ლაგდება”
"რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში"- თემაზე ახალციხეში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე აქცენტი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე გაკეთდა. მრგვალი მაგიდა კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის მოხსენებით გაიხსნა, რომელიც არსებულ და მოსალოდნელ კონფლიქტებს შეეხებოდა. მის თქმით, მოსახლეობის მხრიდან რთულ საკითხებზე მსჯელობის დიდი მოთხოვნილება არსებობს, შესაბამისად, ასეთი შეხვედრები რეგიონის მაცხოვრებლებთან აუცილებელია. "სახელმწიფო რეგიონებიდან ლაგდება და ასეც უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში" – აღნიშნა "მეცხრე არხთან" ყოფილმა მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

| Print |