საზოგადოება
ახალციხეში მცხოვრები დევნილები მთავრობას დაპირების შესრულებას სთხოვენ
ახალციხეში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ერთი წლის წინ მთავრობის მიერ გადაცემულ ბინებში წყალი ამ დრომდე არ მოდის, ხოლო საავტომობილო გზა თითქმის არ არსებობს. შეპირების მიუხედავად, გზა გასულ წელს მხოლოდ მოიხრეშა, სასმელი წყლის პრობლემა კი ამ დრომდე ვერ მოგვარდა.

რუსთაველის 113 ნომერში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართი 66 ოჯახისთვის გარემონტდა. თუმცა საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობის გამო დღეისათვის მხოლოდ 30–მდე ოჯახია დარჩენილი. მოსახლეობა დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება.


| Print |