ორგორა–სახუდაბელში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13.04.2017
ასპინძის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ასფალტბეტონის საფარის დაგება სოფლების - ორგორისა და სახუდაბელის 3 200 მეტრიან მონაკვეთზე დაიწყო.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდებიდან ფინანსდება. მისი პირველი ეტაპი 2015 წელს ზველი-ჭობარეთის გზის რეაბილიტაციით დაიწყო და მიმდინარე წელს მთლიანად დასრულდება. შედეგად 2 400 000 ლარის ღირებულების 13 კილომეტრამდე სიგრძის საგზაო ინფარსტრუქტურა მოწესრიგდება. კეთილმოწყობილი გზით მიმდებარე ოთხი სოფლის 1 500-მდე მაცხოვრებელი ისარგებლებს.
სამუშაო პროცეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე ადგილზე გაეცნენ.