დაავადებული პირუტყვის გახსნილი სამარხი – საფრთხე მოსახლეობისთვის?!
26.04.2017
დაავადებული პირუტყვის ძვლები, გამოყენებული შპრიცები, ინსტრუმენტები და სამედიცინო ჭურჭელი, ივანე ახალციხელის ქუჩაზე ყრია.
ვეტლაბორატორიის ნარჩენები მიწის ზემოთ მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა ერთ–ერთმა ადგილობრივმა, ლეშსამარხის დაკონსერვებული ტერიტორიის მოსწორება დაიწყო.
ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ გახსნილი სამარხები მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია.