ლეშსამარხის ნიადაგის ლაბორატორიული კველვის შედეგები
06.05.2017
ლეშსამარხის ტერიტორიიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებული ნიადაგის ანალიზის პასუხები ცნობილია.
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ივანე ახალციხელის ქუჩის N90–ში, მშენებლობის დროს დაზიანებულ ლეშსამარხებსა და ამ ტერიტორტიიდან გატანილ მიწაში, ჯილეხის ბაქტერია არ აღმოჩნდა.
კვლევა მხოლოდ ამ დაავადებაზე ჩატარდა. ამიტომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ორმოების გახსნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ასეთ შემთხვევაში მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.