საზოგადოება
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ღონისძიებით აღინიშნა
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა. 9 მაისის მემორიალი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა, ახალციხის მერმა, გამგებელმა, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა და სხვა საჯარო მოხელეებმა გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. აქვე გაიმართა ტრადიციული ღონისძიებაც, რომელსაც ორგანიზება მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. რეგიონისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა ვეტერანებსა და შეკრებულ მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლისთავი მიულოცეს.


| Print |