რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას ორი საათი აქვს, რომ ჭურჭელი წყლით აავსოს.
ავზებში აღებულ წყალს, ადგილობრივები საყოფაცხოვრებო საქმიანობაში იყენებენ, სასმელად კი გადაუღებულ ან მაღაზიაში შეძენილ წყალს მოიხმარენ.
წყლის გრაფიკსა და ხარისხზე ქალაქის სხვა ქუჩების მაცხოვრებლებიც ჩივიან. უკმაყოფილო მოსახლეობა ამბობს, რომ დებეტის შემცირების გამო, საოჯახო ტექნიკის გამოყენება უჭირთ.