საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგები სამცხე–ჯავახეთში
03.06.2017
2017 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე, სამცხე–ჯავახეთში 337 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
"მეცხრე არხის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით რეგიონში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე შედგენილია 302 საჯარიმო ქვითარი. ამავე პერიოდში, დაფიქსირებულია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 35 შემთხვევა, რომლის დროს გარდაიცვალა – 2 და დაშავდა 69 პირი.