საზოგადოება
სტიქიამ ახალდაბასთან შენობები დააზიანა
ძლიერი წვიმის შედეგად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბასთან გზის ცენტრალური მაგისტრალი დაიტბორა და რამდენიმე საათით გზა გადაიკეტა. ახალდაბასთან ასობით მანქანა იყო გაჩერებული და გადაადგილება ვერ ხერხდებოდა.

ახალდაბის ხიდთან და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მთიდან წამოსულმა ნიაღვარმა და ხეებმა მოსახლეობის სათავსოები, სადურგლო საამქროები და მაღაზია დააზიანა.

ამ დროისთვის ახალდაბაში შესაბამისი ტექნიკა მუშაობს და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღდგენილია მოძრაობა ხაშური-ბორჯომის ცენტრალურ მაგისტრალზე.


წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი".

| Print |