რამაზ ალავიძე ერთერთია მათ შორის, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომში მეგობრები დაკარგა და თავადაც მძიმედ დაიჭრა. ,,მეცხრე არხი“–ს ოპერატორი, აგვისტოს ომის დროს, მესამე ქვეითი ბრიგადის 34 –ე სატანკო ბატალიონში მსახურობდა. ბრძოლების ქარტეხილი ეგრეთ წოდებულ ერგნეთის ბაზრობასთან გადაიტანა. ომიდან ცხრა წლის თავზე ამბობს, რომ მისი ერთადერთი სურვილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა.