საზოგადოება
რეკრუტებმა ფიცი ახალციხის ციხეზე დადეს
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 231 სამხედრო მოსამსახურე შეემატა.
რეკრუტებმა ღვთისა და ერის წინაშე ფიცი ახალციხის ციხეზე დადეს. ჯარისკაცებს სასწავლო კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიულოცა. ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.

დღესვე კურსის საუკეთესო ინსტრუქტორსა და კურსდამთავრებულს სერტიფიკატები გადაეცათ. ფიზიკურ მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურეებმა, საპატიო სიგელები მიიღეს. გამოვლინდა ყველაზე დისციპლინირებული კურსდამთავრებულიც.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა სამთვიანი კურსი გაიარეს. ისინი სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს გაივლიან.

| Print |