საზოგადოება
ახალციხის მერიამ საახალწლო მზადება დაიწყო
თვითმმართველობამ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საახალწლო განათების მონტაჟისთვის, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 18 დეკემბერს სრულდება. ელექტრონული ტენდერი 45 404 ლარზეა გამოცხადებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო განათების მონტაჟის სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო დემონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს 2018 წლის 16 იანვრიდან 19 იანვრამდე.

განათების გარდა, ახალციხის მერია საახალწლო ღონისძიებებისათვის ტკბილეულის შეძენას გეგმავს. ამისთვის თვითმმართველობამ ტენდერი 8 000 ლარზე გამოაცხადა.

| Print |