შეშის ალტერნატივა და ტყის არამერქნული რესურსები – შეხვედრა ახალციხეში
05.04.2018
ტყის არამერქნული რესურსებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობები და საშეშე მერქნის ალტერნატიული საწვავი
– ამ ორ საკითხზე, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, შეხვედრა ჩატარდა.
თემით დაინტერესებული პირები, ტყის პროდუქტის, მათ შორის სამკურნალო მცენარეების, კენკროვნების რეალიზაციის შესაძლებლობებს გაეცვნენ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კომპანია „კერას“ პროდუქცია, რომელიც ვაზის წალმისგან, თხილის ნაჭუჭისგან და ნახერხისგან, ალტერნატიულ საწვავ საშუალებებს აწარმოებს.
საუბარი შეეხო ენერგო-ეფექტური გათბობის სისტემებსაც. კომპანიას ბრიკეტების საწარმოს მშენებლობა, წელს სამცხე–ჯავახეთში აქვს დაგეგმილი.
შეხვედრა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივით, უკვე მეხუთე რეგიონში გაიმართა.
ორგანიზაცია სატყეო დეპარტამენტს, ტყის რეკრეაციული ფუნქცით დატვირთვასა და მისი მართვის ინსტიტუციონალურ მოდელს სთავაზობს. ამის შედეგად შესაძლებელი გახდება ტყეების შენარჩუნება-განახლება და მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის მიღება.