"შმაქსაობა მოსულა" — პატრულმა შმAXI ვერ დააჯარიმა(ვიდეო)
03.10.2019
საპატრულო პოლიციას ქალაქში მოძრავი შმAXI ტაქსი ეგონა და დაჯარიმების მიზნით გააჩერა. პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს მუშაობის ლიცენზია მოსთხოვა.
რამდენიმეწუთიანი გადამოწმების შემდეგ პატრულმა გაჩერებული მანქანის მძღოლს წასვლის უფლება მისცა.
"[პატრულმა თქვა] შმაქსაობა მოსულაო", — თქვა იმ პირმა, რომელიც გირჩის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა. პოლიტიკური მოძრაობა გირჩი ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ გამოდის და TAXI-ს ნიშნის ნაცვლად შმAXI წარადგინა. გირჩში ამბობენ, რომ აღნიშნულ პროექტს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს.