ასპინძაში დაშავებული მეორე მოზარდიც თბილისში გადაიყვანეს (ვიდეო)
25.12.2019
ასპინძაში მომხდარი ავარიის შედეგად მოპედზე მსხდომი ორი მეშვიდეკლასელი მძიმედ დაშავდა.
მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავარიისას დაშავებულ ერთ-ერთ მოზარდი, თ.ნ. კატასტროფის მანქანამ ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანა. ექიმ რევაზ კუჭუხიძის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
მოზარდს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. მეორე მოზარდი - ლ. მ. მაშინვე თბილისში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში, 25 დეკემბერს მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.