სამართალი
ახალციხეში პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა
დღეს, 10 დეკემბერს ახალციხეში, პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჭაჭარაქთან მოხდა. დაზიანებულია პოლიციის ავტომობილი.
ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის ჯგუფები. შემთხვევის შესახებ სამართალდამცველებმა კომენტარი არ გააკეთეს.