"მართლმსაჯულება თქვენს სამსახურში" - ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
01.11.2024
ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, პროექტის „მართლმსაჯულება თქვენს სამსახურში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი მართლმსაჯულების სისტემისა და იურიდიული მომსახურების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ცნობიერების ამაღლება იყო.
შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა ნინი რეხვიაშვილმა და იურიდიულმა კონსულტანტმა, თინათინ დიაკონაშვილმა დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ცენტრზე და მის საქმიანობაზე, სანოტარო ბიუროებზე,სამცხე-ჯავახეთის სოციალური დახმარების სამსახურზე და იუსტიციის სახლის სერვისებზე როგორიცაა: სამოქალაქო რეესტრი , საჯარო რეესტრი, არქივი და სხვა.
შეხვედრაზე სახელმწიფო სერვისების გარდა ასევე მიიღეს ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთში მოქმედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ , რომლებიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასოდ სთავაზობენ სხვადასხვა მომსახურების სერვისებს, როგორიცაა: იურიდიული, სოციალურ და ფსიქოლოგიური.
პროექტი „მართლმსაჯულება შენს სამსახურში“ მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.