სამართალი
ავარიას ფარეხასთან ორი პირი ემსხვერპლა
ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ  გზაზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა. 

კლინიკა ,,იმედში" განმარტავენ, რომ დაშავებული ქალი მათთან პოლიტრამვებით შევიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გული მალევე გაუჩერდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 22:30 სთ-ისთვის მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მომხდარის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
| Print |