კარლოს რაისიანის დაკავების საქმე სააპელაციომ განსახილველად ახალციხის სასამართლოს დაუბრუნა
30.06.2017
ახალქალაქელი კარლოს რაისიანის დაკავების საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციომ გააბათილა.
მეორე ინსტანციის აზრით საქმეში არსებული მტკიცებულები არ იყო საკმარისი რაისიანს ჯარიმის სახით 250 ლარის გადახდა დაკისრებოდა. საქმე განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას დაუბრუნდა. დაცვის მხარემ დაკავების ამსახველი ვიდეო ჩანაწერებისა და ბილაინიდან ანძის ჩანაწერების გამოთხოვის შუამდგომლობა დაყენა. ადვოკატის განმარტებით, რაისიანი დაკავების ოქმში მითითებული ადგილი არასწორია.
ძმები რაისიანები მიმდინარე წლის 1-ლ აპრილს მარიხუანის მოხმარების ბრალდებით დააკავეს. მას შემდეგ რაც მათ ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა, სასამართლომ აშოტ რაისიანი გაამართლა, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, კარლოს რაისიანი 250 ლარით დააჯარიმა.
აშოტ და კარლოს რაისიანები "თავისუფალი საქართველოს" ახალქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელის შვილები არიან.