რელიგია
პატრიარქი თბილისში 18:00 საათზე დაბრუნდება
სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში დღეს, 18:00 საათზე, დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით დაბრუნდება.

კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

უწმინდესს ბერლინის კლინიკაში 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
| Print |