რაბათში ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები გამოაბრძანეს
12.05.2017
მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში, წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. მეუფე თეოდორემ ანდრია პირველწოდებულის ღვაწლის შესახებ იქადაგა.
წირვის ბოლოს, ანდრია პირველწოდებულის სხეულის წმინდა ნაწილები გამოაბრძანეს. მრევლს საშუალება მიეცა, რომ სიწმინდეს მიახლებოდნენ.
მესხეთში აწყურის ღვთისმშობლის ხატის დასახვედრად ემზადებიან, რომელსაც მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში 12 მაისს, საღამოს ჩამოაბრძანებენ.
13 მაისს ხატს აწყურში გადააბრძანებენ. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვას მეუფე თეოდორე, 10 საათზე აღავლენს.