დაამარცხე C ჰეპატიტი - ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
21.11.2024
როგორი დაავადებაა ცე ჰეპატიტი, რამდენად საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის. რა გზით ხდება მისი გავრცელება და დროული მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება თუ არა პაციენტის სრულად განკურნება - ეს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვეს ახალციხეში, გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა სპეციალისტებს. შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ნოემბერს გაიმართა.