კულტურა
ადიგენში სახალხო დღესასწაული "ზეკარობა" გაიმართება
ადიგენის მუნიციპალიტეტში "ზეკარობის" აღნიშვნისთვის ემზადებიან.
სახალხო დღესასწაული 11 აგვისტოს, ტრადიცულად ზეკარის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2 200 მეტრის სიმაღლეზე, ადიგენისა და ბაღდათის მეგობრობის ნიშნად გაიმართება.

ღონისძიების ფაგლებში მოეწყობა დოღი, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სამცხე–ჯავახცეთისა და იმერეთისთვის დამახასიათებელი კერძები.

ღონისძიება კონცერტით დასრულდება.

დიდმაღალის ქედზე გამართულ დღესასწაულს, სამცხე–ჯავახეთისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.


ფოტო: ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |
თეგები: ზეკარობა /