ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.
დამთვალიერებელმა ახალი წლის თემატიკაზე 7-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეების ნაკეთობები იხილა.
წარმოდგენილი იყო ფერწერა, გრაფიკა, თიხა, თექა და ფაიფური.
სამხატვრო სკოლაში ნამუშევრების გამოფენა ტრადიციულად, წინასაახალწლოდ იმართება.