"ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი" დასრულდა
05.06.2023
2 ივნისს "ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი" მესხეთის თეატრმა დახურა. დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით "ვოდევილები"(იჭვიანი, ოინბაზი) - წარდგა.
სპექტაკლის რეჟისორი კახა გოგიძეა, მონაწილეობენ: მანანა ბერიძე, ჯუნა თუმანიშვილი, კონსტანტინე კახიშვილი და მალხაზ შაყულაშვილი.
ახალციხელ მაყურებელს 15 მაისიდან საშუალება ჰქონდა მშობლიურ ქალაქში 21 თეატრალური დასის წარმოდგენა ენახა.