რეგიონი
ჯავახეთში „ახალქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნა(ფოტო)
ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 955 წლისთავი აღნიშნეს.
ქალაქის სახელობითი დღესასწაულის აღნიშვნა 12:00 საათზე დაიწყო. „ახალქალაქობა“ ქალაქის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი, კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის, ასევე ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი.
სახალხო დღესასწაული ფერების ფესტივალით დასრულდა.
![](/images/temp/2019/09/01/2ab3c7f6462d1f315b0dd93535ce957a.jpg)
ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმაც მიიღეს.
![](/images/temp/2019/09/01/7827e4d2fd7c8da45d6327d07da346cf.jpg)
პატარები ოჩოფეხებზე შემდგარმა ჯამბაზებმა გაამხიარულეს.
![](/images/temp/2019/09/01/7a5cd192113bb7b5f6dcaf20359db9cb.jpg)
ფოტოებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
Տարածեք :