Error
სამცხე–ჯავახეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე, შეზღუდვები მოქმედებს
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამცხე–ჯავახეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს. 

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამცხე–ჯავახეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს. 

15493848_1253930221347743_2513949684495220521_o

ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო,  ახალციხენინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) და საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (ძლიერი თოვა, შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, ბათუმიახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

| Print |