რეგიონი
საპროტესტო აქცია ფეხსაცმელების წინააღმდეგ
ახალქალაქში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილმა მოსახლეობამ, ჯვრის გამოსახულებიანი ფეხსაცმლის რეალიზაცია გააპროტესტა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ასეთი ფეხსაცმელი არაერთ სავაჭრო ცენტრში იყიდება, რაც მორწმუნეების შეურაცხყოფაა.

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო წერილი ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე შეადგინეს. ისინი მოითხოვენ, რომ აღნიშნული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის საქმიანობით, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ. ფინანსთა სამინისტროს კი მოუწოდებენ, რომ საქართველოში ჯვრის გამოსახულებიანი ფეხსაცმლის შემოტანა აიკრძალოს.

ადგილობრივები აპირებენ, რომ წერილით საქართველოს მთავრობას, მართლმადიდებლური და სომხური სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოებს და რომის პაპს მიმართონ.


ვიდეომასალა გადაღებულია "ATV12" მიერ.

| Print |