სპორტი
ადიგენელ სპორტსმენს ანრი ხოზრევანიძეს საჩუქრად ბინა გადასცეს
ადიგენელ ჩემპიონს ანრი ხოზრევანიძეს საჩუქრად თბილისში ბინა გადასცეს. სპორტსმენის საჩუქარი სამშენებლო კომპანია " ლეველი +"- მა უზრუნველყო.

"ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე. ემოციებისგან სიტყვები არ მყოფნის. საოცნებო ბინა დედაქალაქში. ამ სიურპრიზს ნამდვილად არ ველოდი.

ჩვენი შრომის დაფასება სამშენებლო კომპანია " ლეველი +"- მა გადაწყვიტა. ძალიან დიდი მადლობა სპორტის წახალისებისთვის კომპანიას და მის მფლობელს.

დღეიდან პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამიძლიერდა. ყველა გულშემატკივარს ვპირდები გავაგრძელებ შრომას ახალი მიღწევებისთვის"
- წერს სოციალურ ქსელში სპორტსმენი.

შეგახსენებთ, რომ ადიგენელმა სპორტსმენმა, ანრი ხოზრევანიძემ ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა.
| Print |